მასიმილიანო ალეგრი შესაძლოა «რომას» მწვრთნელი გახდეს

მასიმილიანო ალეგრი შესაძლოა «რომას» მწვრთნელი გახდეს ცნობილი სპორტული გამოცემა Corriere dello Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად «რომას» მთავარი მწვრთნელის პოსტზე, ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად 53-წლის იტალიელი სპეციალისტი მოიაზრება.

დედაქალაქური კლუბის ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა რომაული გუნდის გასულ სეზონში დაფიქისრებული შედეგით. «რომამ» სერია A-ს სატურნირო ცხრილის მეხუთე ადგილი დაიკავა. ამ მომენტისთვის იტალიელებს პორტუგალიელი პაულუ ფონსეკა წვღტნის.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით 53-წლის სპეციალისტს «რომა» წლიურ 10 მილიონ ევროს სთავაზობს ხელფასის სახით.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ზაფხულში მასიმილიანო ალეგრი «ტურინის იუვენტუსიდან» გაანთავისუფლეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 53-წლის მწვრთნელი მზადაა რომელიმე ეროვნული ნაკრები გაწვრთნას, თუმცა პირორიტეტად კლუბში მუშაობა რჩება.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით თუ «ინტერიდან» ანტონიო კონტე წავა მილანელების მთავარი სამიზნე მასიმილიანო ალეგრი გახდება.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.