თბილისის «ლოკომოტივი» «გრანადას» დაუპირისპირდება

თბილისის «ლოკომოტივი» «გრანადას» დაუპირისპირდება პირველად კლუბის არსებობის ისტორიის განმავლობაში თბილისის «ლოკომოტივი» უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს. გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილი გუნდი ესპანეთში ადგილობრივ «გრანადას» შეხვდება.

«გრანადა საკმაოდ ძლიერი გუნდია, ესპანელებთან მატჩი ჩვენი გუნდისთვის გამოწვევაა», - თქვა «ლოკომოტივის» მთავარმა მწვრთნელმა.

ევროტურნირებზე თბილისელებმა საუკეთესო შედეგი ბოლოს 1999 წელს დააფიქსირეს, როდესაც უეფას თასის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდი ითამაშეს. წლების წინ გამართული შეხვედრა რკინიგზელებმა, ჩვენდა სამწუხაროდ, ბერძნულ «პაოკთან» ანგარიშით 0:9 დათმეს.

უეფას ევროპის ლიგის მიმდინარე გათამაშების პირველ რაუნდში გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა რუმინული «კრაიოვა» დაამარცხა 2:1, ხოლო მეორე რაუნდში რკინიგზელებმა მოსკოვის დინამო დაამარცხეს იდენტური ანგარიშით.

შეგახსენებთ, რომ «გრანადასა» და «ლოკომოტივს» შორის მატჩი დღეს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ