ედუარდ მენდი: «ჩელსის მსგავს გუნდში თამაშზე ვოცნებობდი»

ედუარდ მენდი: «ჩელსის მსგავს გუნდში თამაშზე ვოცნებობდი» როგორც იქნა შეთანხმება მიღწეულია და ლონდონის «ჩელსის» «რენის» სენეგალელი გოლკიპერი, ედუარდ მენდი, გაიფორმა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურებულია და 28 წლის მეკარეც აღფრთოვანებას ვერ მალავს.

მიხარია, ჩელსის მსგავს გუნდში, რომ მოვხვდი. ჩემთვის ოცნება იყო ასეთი დონის გუნდში მოხვედრა და ფრენკ ლემპარდთან ერთად მუშაობა. მოუთმენლად ველი ვარჯიშების დაწყებასა და თანაგუნდელების გაცნობას», - მენდის სიტყვებს ციტირებს ლონდონის «ჩელსის» ოფიციალური ვებ-გვერდი.

ვებ-პორტალის Transfermarkt-ის ინფორმაციით არისტოკრატებს 28 წლის სენეგალელი მეკარის სატრანსფერო უფლებები 25 მლიონი ევრო დაუჯდათ. ედუარდ მენდიმ ლონდონელებთან ხელშეკრულება 2025 წლამდე გააფორმა.

2019/20 წლების სეზონში მენდიმ ჯამში 33 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 31 გოლი გაუშვა საკუთარ კარში. სენეგალელმა მთლიანობაში 2.945 წუთი დაჰყო მოედანზე.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.