"ბარსელონას" ცნობილმა "ტრიომ" ჯამში 364 გოლი გაიტანა

ხსენებული ტრიოდან, გამორჩეული ბომბარდირი ლიონელ მესია. არგენტინელი შემტევის აქტივში 153 გოლი ფიქსირდებოდა, გარდა ამისა მას ეკუთვნის 66 შედეგიანი გადაცემაც. აღნიშნული სტატისტიკა მოიცავს, მხოლოდ 2014-2017 წლების პერიოდს. მეორე შედეგს აფიქსირებს ლუის სუარესი, ურუგვაელის მონაგარი 121 გოლი და 59 ასისტია. სამეულს ასრულებს ნეიმარი - 90 გატანილი გოლითა და 48 შედეგიანი გადაცემით.
შეგახსენებთ, სულ რამდენიმე საათის წინ, ლუის სუარესი "ბარსელონას" რიგებს დაემშვიდობა და კარიერას მადრიდის "ატლეტიკოს" შემადგენლობაში გააგრძელებს.
MSN scored 364 goals across all competitions in their three seasons together.
— Squawka Football (@Squawka) September 23, 2020
Messi
N̶e̶y̶m̶a̶r̶
S̶u̶á̶r̶e̶z̶
Now one of football’s most iconic trios has completely split up. 😭 pic.twitter.com/ra4p7oa7IN