მორატა: "იუვენტუსში" დაბრუნებით ბედნიერი ვარ

”აქ დაბრუნება ძალიან კარგია. ყოველთვის ვგრძნობდი ერთგვარ დამოკიდებულებას -"იუვენტუსისადმი". ახლა ბედნიერი ვარ, რომ აქ ვიმყოფები. მოუთმენლად ველი იმ მომენტს, როდესაც ჩემს თანაგუნდელებს შევუერთდები. ჩემი პირველი ვიზიტი აქ ძალიან კარგი იყო, მაგრამ ახლა დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო გავძლიერდი და მრავალ ასპექტში პროგრესირება განვიცადე. დარწმუნებული ვარ, ეს მორიგი დიდი თავგადასავალი იქნება.
ყოველთვის მზად ვარ "იუვენტუსში" სათამაშოდ. ეს არის შესანიშნავი კლუბი და ერთი დიდი ოჯახი. თქვენ ყოველთვის გინდათ დაბრუნდეთ მსგავს ადგილზე, სადაც თავს ისე გრძნობთ, როგორც საკუთარ სახლში.” - აღნიშნავს მორატა საუკლუბო ტელევიზიასთან საუბრის დროს.
პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არენდის თანხა 9 მილიონი ევრო იქნება. შეგახსენებთ, ალვარო მორატა 2014-2016 წლებში "იუვენტუსის" შემადგენლობაში ასპარეზობდა. 2019 წლიდან ლონდონის ჩელსიში, ხოლო 2020 წლიდან კი მადრიდის "ატლეტიკოს" ფერებს იცავდა.
ესპანურ კლუბთან მორატას კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდეა გათვალისწინებული.
«Quando in un posto ci si sente a casa, si ha sempre voglia di ritornare» ♥️ ⚪️⚫️
— JuventusFC (@juventusfc) September 23, 2020
👀L'intervista esclusiva ad Alvaro Morata 🎙
➡️ https://t.co/IJOcaOEmBC#MoreMorata pic.twitter.com/w3arLbvyMk