"ტოტენჰემი" 50 მილიონ ევროს იხდის

"ტოტენჰემი" 50 მილიონ ევროს იხდის საფეხბურთო კლუბი "ტოტენჰემი", დაცვის ხაზის გაძლიერებას გეგმავს და ამისათვის მილანის "ინტერის" ხელმძღვანელობას მსუყე წინადადებით მიმართავს. როგორც ცნობილია ბრიტანული კლუბი მილან შკრინიარით ინტერესდება.

გამოცემა Sky Sport Italia წერს, რომ გასულ კვირას ფეხბურთელის აგენტი ლონდონში იმყოფებოდა და "ტოტენჰემის" დირექტორს პირადად შეხვდა. "ნერაძურის" მესვეურებს ხსენებული გარიგების სანაცვლოდ 60 მილიონი ევროს მიღება სურთ, "ტოტენჰემი" კი მზადაა ფეხბურთელის გაფორმებისთვის მაქსიმუმ 50 მილიონი ევრო გაიღოს. მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია შესული და რა შედეგით დასრულდება, ამას უახლოესი პერიოდი გვიჩვენებს.

25 წლის ფეხბურთელს, მილანის "ინტერთან" მოქმედი კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. მილან შკრინიარი "ინტერის" რიგებს 2019 წლის ზაფხულში, "სამპდორიადან" შეუერთდა. მანამდე იგი სლოვაკური კლუბის "ჟილინას" ღირსებას იცავდა. გასულ სეზონში ცენტრალურმა მცველმა, 42 მატჩი მიიღო მონაწილეობა. 2 შედეგიანი გადაცემა შეასრულა და მიიღო 9 ყვითელი ბარათი მიიღო.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.