Le Parisien: "პარი სენ-ჟერმენს" ბაკაიოკო სურს

წყაროს მტკიცებით, პარიზულ კლუბს ზემოხსენებული ფეხბურთელის არენდის ხელშეკრულებით აყვანა სურს. ფრანგების მოთხოვნით, აღნიშნული კონტრაქტი გამოსყიდვის ოფციასაც უნდა ითვალისწინებდეს. "ჩელსი" შესაძლებელია დათანხმდეს ხსენებულ ტრანსფერს, რადგანაც ფრენკ ლემპარდი ბაკაიოკოზე იმედებს არ ამყარებს - აღნიშნავს გამოცემა.
ტიმუე ბაკაიოკო, "არისტოკრატების" შემადგენლობაში 2017 წელს გამოჩნდა. მანამდე იგი "მონაკოს" ღირსებას იცავდა. იმ პერიოდში სატრანსფერო თანხამ 40 მილიონი ევრო შეადგინა. ბაკაიოკოს მოქმედი ხელშეკრულება 2022 წლის 30 ივნისამდეა გათვალისწინებული.
26 წლის ცენტრალურ ნახევარმცველს ინტერნეტ-პორტალი transfermarkt-ი 25,5 მილიონ ევროდ აფასებს.
Mercato : Bakayoko se rapproche du PSG
— Le Parisien - Sports (@LeParisienSport) September 23, 2020
➡️ https://t.co/71fmFwFjSQ pic.twitter.com/bg8sWKRDxF