ანხელ დი მარიას ოთხ-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა

შეგახსენებთ, რომ «პსჟ»-სა და «მარსელის» მატჩის მიწურულს ფეხბურთელებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც მოედნიდან რამდენიმე მოთამაშე იქნა გაძევებული. არგენტინელი ფორვარდი სწორედ ამ დაპირისპირების ერთ-ერთი მომენტის გამო იქნა დისკვალიფიცირებული.
— დიახ მე შეცდომა დავუშვი. სანქცია სამართლიანია. მსოფლიოში COVID 19-ით გამოწვეული პანდემიური სიტუაცია ჩემთვის გასაგებია. მე მითხრეს, რომ ჩემი არგუმენტები მოისმინეს. ზოგადად მსგავსი ქმედებები 7-დან 10 მატჩამდე დისკვალიფიკაციას ითვალისწინებს», - განაცხადა ანხელ დი მარიამ Radio Continental-თან.
აღსანიშნავია, რომ ალვარო გონსალესისა და დედაქალაქელების ბრაზილიელი შემტევის, ნეიმარის, საკითხს კომიტეტი 30 სექტემბერს განიხილავს. ნეიმარმა დაპირისპირების შემდგომ წითელი ბარათი მიიღო, ხოლო შემდეგ გონსალესი რასიზმში დაადანაშაულა.