ჰავერცი: მსურს ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გავიღო

ჰავერცი: მსურს ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გავიღო ლონდონის "ჩელსის" 21 წლის გერმანელი ნახევარმცველი კაი ჰავერცი, გუშინდელ შეხვედრას გამოეხმაურა. შეგახსენებთ, ინგლისის ლიგის თასის ეგიდით გამართულ პაექრობაში ჰავერცმა "ბარნსლის" კარები 3 ჯერ აიღო. მთლიანობაში კი "არისტოკრატებმა" ანგარიშით 6-0 იმარჯვეს.

"სამი გოლის გატანის გამო ძალიან ბედნიერი ვარ. ეს ამ კლუბში ჩემი ასპარეზობის მხოლოდ დასაწყისია. ჩემი სურვილია სულ უფრო მეტი და მეტი გოლები გავიტანო მოწინააღმდეგე გუნდის კარებში. სწორედ ეს არის ჩემი მიზანი და ამისათვის მაქსიმუმს გავიღებ. ჰეთ-თრიკის გამო მოხარული ვარ, იმედს ვიტოვებ მომავალშიც ასე გაგრძელდება."

"აბრაჰამი? ვფიქრობ, რომ იგი ძალიან, ძალიან კარგი შემტევია, მოედანზე მასთან ერთად თამაში საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა. ეს ჩვენი პირველი ერთობლივი მატჩი იყო, თუმცა იგი ძალიან მომეწონა. ჩემთვის, როგორც "ათიანისთვის" მასთან ერთად ასპარეზობა კომფორტულია." - ციტირებს კაი ჰავერცის სიტყვებს ინტერნეტ-პორტალი Goal.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.