«ტამპამ» «დალასი» დაამარცხა

კვლავ მოწოდების სიმაღლეზეა «ტამპას» რუსი თავდამსხმელი ნიკიტა კუჩეროვი, რომელმაც გუშინდელ შეხვედრაში შაიბა გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემაც მიითვალა. მისმა თანაგუნდელმა და თანამემამულემ ანდრეი ვასილევსკიმ 24-დან 22 დარტყმის მოგერიება მოახერხა.
Kuuuuuuuuuuch! ⚡️
— Sportsnet (@Sportsnet) September 24, 2020
The @TBLightning strike first in Game 3.#NHLonSN | #StanleyCup pic.twitter.com/VX6tDCHTvL
დალას სტარსისა და ტამპა ბეი ლაითნინგის მორიგი დაპირისპირება 26 სექტემბერს თბილისის დროით 04:00 საათზე გაიმართება.
NHL - პლეი-ოფი
სტენლის თასის ფინალი
მესამე მატჩი
დალას სტარსი - ტამპა ბეი ლაითნინგი 2:5 (1:2, 0:3, 1:0)
სერიის ანგარიში: 1-2