ლოპოტეგი მიუნხენის "ბაიერნთან" გასამართ შეხვედრას ეხმიანება

”კონცენტრირებული ვარ ჩემი გუნდის ფეხბურთელებზე. მე მათ სხვებს არ ვადარებ. ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი მეკარეებით და მათი შესაძლებლობების მწამს. დიდი იმედით ვემზადებით ამ მატჩისათვის. გუნდი მოტივირებულია და სულმოუთმენლად ელის ხსენებულ შეხვედრას. ბედნიერები ვართ, რომ ოფიციალურ მატჩებს ვუბრუნდებით. ასეთ მიუნხენის "ბაიერნთან" თამაში დიდ მოტივირებას გვაძლევს და ზრდისკენ გვიბიძგებს”- აცხადებს ლოპოტეგი.
"როდესაც შენ ისეთ გუნდს უპირისპირდები, როგორიც "სევილიაა", არ არის საკმარისი შენი ძალების მხოლოდ 98 ან 99 პროცენტი გაიღო. აუცილებელია მაქსიმალურად დაიხარჯო" - ეს კი "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის ჰანს დიტერ ფლიკის სიტყვებია.
მატჩი დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.
📸 READY FOR ANOTHER FINAL 🏆✨ #WeareSevilla #NeverSurrender #Supercup pic.twitter.com/9UFAJFtFnY
— Sevilla FC (@SevillaFC_ENG) September 23, 2020