«მაიამიმ» «ბოსტონი» მესამედ დაამარცხა

«მაიამიმ» «ბოსტონი» მესამედ დაამარცხა NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარ-ფინალური ეტაპის მეოთხე მატჩი გაიმართა «მაიამი ჰიტსა» და «ბოსტონ სელტიკს» შორის. ერიკ სპოელსტრას გუნდმა დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 112:109 გაიმარჯვა.

შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი ჰიტსის კალათბურთელი ტაილერ ჰერო გახდა, რომლის მონაგარიც 37 ქულა, 6 მოხსნა და 3 ასისტია. სელტიკსის რიგებში თავის გამოჩენა ტატუმმა მოახერხა, ამერიკელი კალათბურთელის ანგარიშზე 28 ქულა, 9 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემაა.


ბოსტონ სელტიკსსა და მაიამი ჰიტს შორის მორიგი დაპირისპირება 26 სექტემბერს თბილისის დროით 04:30 საათზე გაიმართება.

NBA პლეი-ოფი

1/2 ფინალური ეტაპი

მეოთხე მატჩი

«მაიამი» — «ბოსტონი» — 112:109 (24:23, 26:21, 27:32, 35:33)

სერიის ანგარიში: 3-1
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.