დორტმუნდის «ბორუსია» რეალის ტალანტს იჯარით აიყვანს

წყაროს ინფორმაციით მხარეები უკვე შეთანხმდნენ ძირითად პირობებზე. ვრცელდება ინფორმაცია, რომ გერმანული კლუბი რეინიერს 2020/21 წლების სეზონის ბოლომდე აიყვანს იჯარით და არენდის ერთი წლით გაგრძელების უფლება ექნება.
Goal.com-ი გვამცნობს, რომ დორტმუნდელებს ბრაზილიელი ტალანტის გამოსყიდვის უფლებაც აქვთ.
შეგახსენებთ, რომ რეინიერი მადრიდის «რეალში» «ფლამენგოდან» 2020 წლის ზამთარში მოვიდა. სამეფო კლუბმა ახალგაზრდა ტალანტის სატრანსფერო უფლებების სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაიხადა.
მადრიდელების შემადგენლობაში რეინიერმა 3 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 2 ბურთის გატანა და 1 შედეგიანი გადაცემის შესრულება მოახერხა.