«პსჟ»-ს ანტონიო რუდიგერის არენდით აყვანა სურს

«პსჟ»-ს ანტონიო რუდიგერის არენდით აყვანა სურს გამოცემა Daily Mail-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად «პარი სენ-ჟერმენს» ლონდონის «ჩელსის» 27 წლის გერმანელი ცენტრალური მცველის, ანტონიო რუდიგერის, არენდის წესით აყვანა სურს.

წყარო იტყობინება, რომ პარიზელები გერმანელ ცენტრალურ მცველთან მიმართებაში მას შემდეგ გააქტიურდნენ, რაც ეს უკანასკნელი ძირითადი შემადგენლობიდან ამოვარდა. პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუდიგერის სატრანსფერო უფლებებით კატალონიის «ბარსელონაც» ინტერესდება.

27-წლის გერმანელი მცველი არისტოკრატების ღირსებას 2017/18 წლების სეზონიდან იცავდ. transfermarkt-ის ინფორმაციით რუდიგერის მიმდინარე სატრანსფერო ფასი 40 მილიონ ევროს შეადგენს. ფეხბურთელს მოქმედი კონტრაქტი ინგლისელებთან 2022 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული.

2019/20 წლების სეზონში რუდიგერი არცერთხელ არ გამოჩენილა მოედანზე, აღსანიშნავია, რომ ახალი სეზონის სამიდან ორ მატჩში რუდიგერი განაცხადშიც კი ვერ მოხვდა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ