Kicker: "ბარსელონას" ანტონიო რუდიგერი სურს

Kicker: "ბარსელონას" ანტონიო რუდიგერი სურს ლონდონის "ჩელსის" გერმანელი მცველი ანტონიო რუდიგერი, კატალონიის "ბარსელონას" ინტერესის სფეროში მოექცა. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი გამოცემა Kicker ავრცელებს.

წყაროს მტკიცებით, ფეხბურთელი კატალონიური კლუბისათვის პრიორიტეტული სატრანსფერო სამიზნეა. მისი მომსახურებით დაინტერესებულია იტალიური "რომაც". რუდიგერი უკმაყოფილოა იმით, რომ "არისტოკრატთა" ძირითად შემადგენლობაში, საკუთარი კუთვნილი ადგილი დაკარგა, ამიტომ მზად არის სხვა კლუბში გადასვლის ვარიანტები განიხილოს.

ანტონიო რუდიგერი "ჩელსის" რიგებში 2017 წლის ზაფხულში გამოჩნდა. მანამდე იგი "რომას" ღირსებას იცავდა. სატრანსფერო თანხამ 35 მილიონი ევრო შეადგინა. გასულ სეზონში, 27 წლის მცველმა მონაწილეობა მიიღო ინგლისის პრემიერ ლიგის 20 მატჩში. გამოირჩა ორი გატანილი გოლით. ფეხბურთელის მოქმედი კონტრაქტი ძალაშია 2022 წლის 30 ივნისამდე.

ინტერნეტ-პორტალი transfermarkt-ი ცენტრალურ მცველს - 40 მილიონ ევროდ აფასებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.