"ატლეტიკო" ლონდონის "არსენალის" მცველით ინტერესდება

წყაროს მტკიცებით, თავად ფეხბურთელი ხსენებული ტრანსფერის განხორციელებით დაინტერესებულია და პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანხმებულიც კი აქვს დედაქალაქურ კლუბთან, თუმცა "ატლეტიკოს" "მეთოფეებთან" კონკრეტული შეთანხმება ჯერ არ მიუღწევია. მადრიდულ გუნდს, შესაძლოა ჰექტორ ერერას გაყიდვაც კი დასჭირდეს, რათა დასახული მიზანი რეალობად აქციოს.
ლუკას ტორეირა ლონდონის "არსენალის" შემადგენლობაში 2018 წელს გამოჩნდა. მანამდე იგი "სამპდორიას" ღირსებას იცავდა. სატრანსფერო თანხამ 28,65 მილიონი ევრო შეადგინა. მისი მოქმედი ხელშეკრულება 2023 წლის 30 ივნისამდეა გათვალისწინებული.
Lucas Torreira has agreed personal terms with Atlético Madrid. He’s keen to join but agreement with Arsenal has not been reached yet: Atléti need to sell Hector Herrera to sign Torreira. ⚪️🔴 #AFC #Atleti #transfers @MatteMoretto
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) September 23, 2020