იმობილე: ლევანდოვსკი ჩემი კუმირია

იმობილე: ლევანდოვსკი ჩემი კუმირია საფეხბურთო კლუბ რომის "ლაციოს" მოიერიშე ჩირო იმობილე, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში რობერტ ლევანდოვსკის შესახებ საუბრობს. იმობილე ხსენებული ფეხბურთელის მისამართით საქებარ სიტყვებს არ იშურებს და აცხადებს, რომ პოლონელი შემტევი მისი კუმირია.

"ძალიან ვამაყობ, რომ ბომბარდირთა დავაში რობერტ ლევანდოვსკის 2 ბურთით ვაჯობე. იგი მუდამ ჩემი კუმირი იყო. როდესაც საქმე ეხება, მსოფლიოს საუკეთესო ცენტრ-ფორვარდებს, მუდამ სახელდება ლევანდოვსკის, სუარესის და ბენზემას გვარები."

"თუ მე ასეთი ფეხბურთელების გვერდით მაყენებენ, ეს დაუჯერებელი გრძნობაა, სტატისტიკური მაჩვენებლით კი მეც იმდენს ვიტან, რამდენსაც ეს მოთამაშეები. მე რომ საკუთარი პოზიციის დაფიქსირება შემძლებოდა, ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში, ჩემს ხმას ლევანდოვსკის მივცემდი" - ციტირებს იმობილეს სიტყვებს გამოცემა Sport Bild

შეგახსენებთ, ჩირო იმობილემ 2019/2020 წლის სეზონში დაფიქსირებული შედეგებიდან გამომდინარე "ოქროს ბუთსი" დაისაკუთრა. მან იტალიის ჩემპიონატში 36 გოლი გაიტანა. ბუნდესლიგაში ლევანდოვსკის მონაგარი კი 34 გატანილი გოლი იყო.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.