Marca: მოურინიო გარეთ ბეილის შესახებ საუბრობს

Marca: მოურინიო გარეთ ბეილის შესახებ საუბრობს საფეხბურთო კლუბ "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში გარეთ ბეილის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ ხსენებული გარიგება, ყველა მხარისათვის მისაღები ვარიანტი იყო.

"ზიდანთან არ მისაუბრია, თუმცა ვფიქრობ, რომ იგი ბეილის წასვლით კმაყოფილი უნდა იყოს. მე ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ ბეილი აქ იმყოფება. გარეთიც მოხარულია აღნიშნულის გამო. იმედს ვიტოვებ, სეზონის ბოლოს იგი კლუბში დარჩენას შეძლებს. ჩვენ გარკვეული დრო დაგვჭირდება, სანამ ბეილი მოედანზე ასპარეზობას მოახერხებს. ჩემი აზრით, მცირეოდენი სამედიცინო მკურნალობის შემდეგ, იგი ყველას აჩვენებს საკუთარ ნამდვილ კლასს." - ციტირებს მოურინიოს სიტყვებს გამოცემა Marca

შეგახსენებთ, გარეთ ბეილის სატრანსფერო უფლებები კვლავაც მადრიდის "რეალის" ხელშია. "ტოტენჰემის" რიგებში უელსელი შემტევი არენდის ხელშეკრულების საფუძველზე ასპარეზობს. მან ბრიტანულ გუნდში 1 წელი უნდა გაატაროს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.