"ბაიერნის" ახალი შეთავაზება დავიდ ალაბას

28 წლის ფეხბურთელს, ანაზღაურების სახით წლიურად 11 მილიონ ევროს სთავაზობენ. ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს დამატებით 6 მილიონი ევროს ბონუსებსაც.
გარდა ამისა, მიუნხენის "ბაიერნი" მზადაა კომპენსაციის სახით, ავსტრიელ უკანახაზელს 5 წლიანი კონტრაქტი შესთავაზოს. მოლაპარაკებების წინა რაუნდებში "ბაიერნი" 4 წლიან გარიგებაზე იყო თანახმა. გერმანული ავტორიტეტული გამოცემა Bild-ი იუწყება, რომ თავად ფეხბურთელს "რეკორდმაისტერის" რიგებში სურს ასპარეზობა.
პრესაში გაჟღერებული ინფორმაციით, დავიდ ალაბა და მისი აგენტი პინი ზაჰავი, 5 წლიან ხელშეკრულებას და წლიური გასამრჯელოს სახით - 25 მილიონ ევროს ითხოვდნენ.
ხსენებულ საკითხთან დაკავშრებით შეგიძლიათ იხილოთ, ული ჰიონესის, ჰასან სალიჰამიჯიჩის და პინი ზაჰავის კომენტარები.