ჟერარდ რომერო: სუარესი თანაგუნდელებს დაემშვიდობა

ჟერარდ რომერო: სუარესი თანაგუნდელებს დაემშვიდობა კატალონიის "ბარსელონას" ურუგვაელი შემტევი ლუის სუარესი თანაგუნდელებს დაემშვიდობა. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი სპორტული მიმომხილველი ჟერარდ რომერო, სოციალური ქსელის მეშვეობით გვამცნობს.

33 წლის ურუგვაელი მოიერიშე "ბარსელონას" ბაზას ეწვია, ადგილზე გარკვეული შეხვედრები გამართა, რის შემდეგადაც ტერიტორია უკომენტაროდ დატოვა. მოსალოდნელია, რომ უახლოეს საათებში მხარეები კონტრაქტის გაწყვეტის თაობაზე, ოფიციალურ განცხადებას გააკეთებენ.

პრესაში გაჟღერებული ინფორმაციით, ლუის სუარესი საკუთარ საფეხბურთო კარიერას მადრიდის "ატლეტიკოს" რიგებში გააგრძელებს. ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე მხარეები აქტიურ კომუნკაციაში იყვნენ და პირადი კონტრაქტის დეტალებს განიხილავდნენ.

სუარესი კატალონიურ გრანდში 2014 წლიდან თამაშობს. 2019/2020 წლების სეზონში ურუგვაელმა ფორვარდმა საკლუბო დონეზე მონაწილეობა მიიღო 36 მატჩში, გაიტანა 21 გოლი და მიითვალა 10 საგოლე გადაცემა. ფეხბურთელის კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.