ჟოზე მოურინიო: «დელე ალისთან დაკავშირებით კითხვებმა დამღალა»

ჟოზე მოურინიო: «დელე ალისთან დაკავშირებით კითხვებმა დამღალა» «ტოტენჰემის» მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, BBC-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ინგლისელ ნახევარმცველთან, დელე ალისთან, დაკავშირებით დასმულმა უამრავ კითხვამ დაღალა.

დელესგან არ დავღლილვარ. დელე ალისთან დაკავშირებით გაუთავებელმა კითხვებმა დამღალა. პასუხისმგებლობის 99% ყოველთვის მოთამაშეებზეა. ჩემზე - 1 პროცენტია. ჩემზე და ჩემს სამწვრთნელო შტაბზე».

ალისთან არანაირი პრობლემა არ მაქვს, ის გუნდთან ერთად მაკედონიაში შკენდიასთან სათამაშოდ გაემგზავრება და თამაშის შანსსაც მიიღებს. როდესაც გუნდში კონკურენცია წარმოიქმნება, ფეხბურთელებმა თავი უნდა გამოიჩინონ და იმოქმედონ», - ჟოზე მოურინიოს სიტყვებს ციტირებს BBC.

შეგახსენებთ, რომ 24-წლის ფეხბურთელის სახელს პარი სენ-ჟერმენს უკავშირებდნენ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ დელე ალი შესაძლოა საფრანგეთში არენდის წესით გასხვისდეს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.