FCB: პავარმა სრული დატვირთვით ივარჯიშა

FCB: პავარმა სრული დატვირთვით ივარჯიშა მოუთმენლობის ინდექსი ყოველდღე იზრდება! "ლიონთან" გასამართი უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური შეხვედრის წინ, "რეკორდმაისტერის" რიგებში შესანიშნავი ატმოსფერო სუფევს. ამ ყოველივეს კიდევ ერთი ბრწყინვალე სიახლე დაემატა - ორშაბათს ბენჟამენ პავარმა, ტრავმის შემდეგ საერთო ჯგუფთან ერთად, პირველი ვარჯიში გამართა. შეგახსენებთ, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების უკანახაზელმა დაზიანება დახლოებით სამი კვირის წინ მიიღო. გასულ ხუთშაბათს კი პავარი ლისაბონში ჩაფრინდა და გუნდს შეუერთდა.

ვარჯიში პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ბაზაზე

FCB: პავარმა სრული დატვირთვით ივარჯიშა


მოცემულ მომენტში მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელები ძალიან ინტენსიურად ვარჯიშობენ ჟოზე ალვალადეს სახელობის არენაზე. გუნდი მოახლოებული ნახევარფინალისათვის ემზადება, რომელიც 19 აგვისტოს თბილისის დროით 23:00 საათზე შედგება. ძალების აღდგენითი სამუშაოების შემდეგ, ჰანსი ფლიკის შეგირდებმა ორშაბათ დღეს, პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ბაზაზე, გულმოდგინეთ ივარჯიშეს. ამ ადგილს მიუნხენის "ბაიერნი" 2018 წელსაც სტუმრობდა, მაშინ გერმანიის "რეკორდმაისტერი" "ბენფიკას" უპირისპირდებოდა.

პავარს აპლოდისმენტებით დახვდნენ

ბენჟამენ პავარს თანაგუნდელები აპლოდისმენტებით დახვდნენ. გახურების შემდეგ "ბავარიელებმა" სამწვრთნელო შტაბის დავალებები შეასრულეს, რაც თავისმხრივ ტაქტიკური ხასიათის იყო. ვარჯიშის ბოლოს გუნდი სამ ნაწილად დაიყო და ინტენსიური ტურნირიც მოეწყო.


მიზანი - ტრებლის შემდეგ პირველი ფინალი

მიუნხენის "ბაიერნი", საფეხბურთო კლუბ "ლიონთან" გასამართ შეხვედრამდე, ბოლო დეტალებზე მუშაობს. მას შემდეგ რაც 1/4 ფინალურ პაექრობაში გუნდმა "ბარსელონასთან" შესანიშნავი რეზულტატი აჩვენა, "ბავარიელები" საკუთარ ძალებში ბოლომდე დარწმუნებულები არიან. მთავარი მიზანი შემდეგში მდგომარეობს - პირველად, 2013 წლის ისტორიული ტრებლის შემდეგ გუნდი ფინალში უნდა გავიდეს!

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.