მესიმ და ნეიმარმა მე-4 ადგილი დაიკავეს - რონალდუ მეათეა

მესიმ და ნეიმარმა მე-4 ადგილი დაიკავეს - რონალდუ მეათეა უეფას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულის გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა, რომელშიც მონაწილეობას ჟურნალისტები და მწვრთნელები იღებდნენ.

ჟიურიში 2019/20 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგისა (32) და ევროპის ლიგის (48) ჯგუფურ ეტაპზე მონაწილე კლუბების მწვრთნელები შედიოდნენ. ასევე უეფას ასოციაციის 55 ჟურნალისტი, რომლებიც ESM-დან (ევროპის სპორტული მედია) იყვნენ არჩეულები.

როგორც ჩვენს საიტზე გამოქვეყნებულ სტატიაში გითხარით პირველი სამეული ასე გამოიყურება: კევინ დე ბურინე («მანჩესტერ სიტი»), რობერტ ლევანდოვსკი და მანუელ ნოიერი (ორივე — «მიუნხენის ბაიერნი»). დაჯილდოების ცერემონია 1 ოქტომბერს გაიმართება.

ამ მომენტისთვის უკვე ცნობილია დანარჩენი ფეხბურთელების ქულები:

4. ლიონელ მესი («ბარსელონა») — 53 ქულა, ნეიმარი («პსჟ») — 53 ქულა
6. თომას მიულერი («ბაიერნი») — 41 ქულა
7. კილიან მბაპე («პსჟ») — 39 ქულა
8. ტიაგო ალკანტარა («ბაიერნი») — 27 ქულა
9. იოშუა კიმიხი («ბაიერნი») — 26 ქულა
10. კრიშტიანუ რონალდუ («იუვენტუსი») — 25 ქულა
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.