La Gazzetta dello Sport: ბალოტელი "ჯენოაში" მიდის?

La Gazzetta dello Sport: ბალოტელი "ჯენოაში" მიდის? იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, მარიო ბალოტელი რომელიც მოცემულ მომენტში თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს, "ჯენოას" ხელძღვანელობასთან ტრანსფერთან დაკავშირებით, შესაბამის მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა La Gazzetta dello Sport ავრცელებს.

მინო რაიოლამ, რომელიც მარიო ბალოტელის აგენტია, "ჯენოას" თავად მიმართა წინადადებით და ხსენებული კლუბის მესვეურებთან აქტიურ კომუნიკაციაშია. "ჯენოა" დაინტერესებული აღმოჩნდა შესაძლო გარიგებით და პირადი კონტრაქტის დეტალებზე მუშაობაც დაიწყო. მოსალოდენლია, რომ მომავალი ხელშეკრულება 1+1 წლის ვადით დაიდება.

სულ რამდენიმე დღის წინ ფეხბურთელის აგენტი შემდეგი შინაარსის განცხადებას აკეთებდა - "მარიო ერთ-ერთი საუკეთესო იტალიელი თავდამსხმელია და მის მიმართ ინტერესი ყოველთვის არსებობდა. მე მასზე განსაკუთრებულად არ ვღელავ, ის ნამდვილად დარჩება ევროპულ ფეხბურთში” - ციტირებდა რაიოლას სიტყვებს გამოცემა Tuttomercatoweb.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.