«ფორმულა 1»-ის რბოლა შესაძლოა საუდის არაბეთში გაიმართოს

წყარო იტყობინება, რომ რბოლა ქალაქის ტრასაზე გაიმართება ქალაქ ჯიდაში. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ორგანიზატორები მხოლოდ ერთი რბოლის გამართვას გეგმავდნენ, რომლის შემდეგაც ეტაპი ახალ აშენებულ ავტოდრომზე უნდა გადასულიყო კიდიას კომპლექსში, თუმცა კორონა ვირუსით გამოწვეული პანდემიური სიტუაციის გამო თარიღები შეიცვალა და მშენებლობის დასრულების თარიღი დღეისთვის უცნობია.
მოსალოდნელია, რომ «საუდის არაბეთის გრან-პრი» სეზონის ბოლოსთვის გაიმართება, აბუ-დაბის რბოლამდე.