ნომინანტების ვინაობა ცნობილია

ნომინანტების ვინაობა ცნობილია ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირი (უეფა), 2019/2020 წლის საუკეთესო მთავარი მწვრთნელის ნომინაციაზე 3 სპეციალისტს წარადგენს. ესენი არიან: ჰანს დიტერ ფლიკი (მიუნხენის "ბაიერნი), იურგენ კლოპი ("ლივერპული") და იულიან ნაგელსმანი ("ლაიპციგი"). როგორც ვხედავთ, სამივე მწვრთნელი ეთნიკურად გერმანელია.

მიუნხენის "ბაიერნმა", ჰანს დიტერ ფლიკის ხელმძღვანელობით ისტორიული ტრებლი გაიფორმა, მოიგო რა უეფას ჩემპიონთა ლიგა, გერმანიის ჩემპიონატი და გერმანიის თასი. იურგენ კლოპის "ლივერპულმა" 2019/20 წლის სეზონში ინგლისის ჩემპიონატი და ევროპის სუპერთასი მოიგო. რაც შეეხება ნაგელსმანს, ხსენებულმა სპეციალისტმა პირვალად "ლაიპციგის" ისტორიაში, გუნდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ სტადიამდე გაიყვანა.

გარდა ამისა, ცნობილია იმ სამი ფეხბურთელის ვინაობაც, ვინც წლის საუკეთესო მოთამაშის წოდებისათვის იბრძოლებენ. მაშ ასე, ნომინაციაზე წარდგენილები არიან - კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ "სიტი"), მანუელ ნოიერი (მიუნხენის "ბაიერნი") და რობერტ ლევანდოვსკი (მიუნხენის "ბაიერნი")

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.