Marca: ბართომეუ ლუის სუარესის «ატლეტიკოში» ტრანსფერს დათანხმდა

MARCA იტყობინება, რომ ბართომეუ 33-წლის ურუგვაელი თავდამსხმელის მადრიდულ კლუბში ტრანსფერის წინააღმდეგი იყო, თუმცა მოგვიანებით ლუის სუარესის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ კატალონიელთა პრეზიდენტმა მოსაზრება შეიცვალა.
პრესაში უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლუის სუარესმა პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა მადრიდის «ატლეტიკოსთან».
33-წლის ურუგვაელი თავდამსხმელი კატალონიელებს 2014/15 წლების სეზონში შეუერთდა. გასულ სეზონში ლუის სუარესმა ბარსას მაისურით 36 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ფორვარდის ანგარიშზე 21 გოლი და 12 შედეგიანი გადაცემაა.