დიეგო ლორენტე "ლიდს იუნაიტედს" უახლოვდება

იმას, რომ მხარეებმა მოსალოდნელ გარიგებასთან დაკავშირებით, პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს, ადასტურებს "სოსიედადის" ოფიციალური ვებ-გვერდი. ლორენტე ხსენებულ კლუბს 2017 წლიდან წარმოადგენს. იგი ამპლუით ცენტრალური მცველია. 27 წლის ფეხბურთელმა "სოსიედადის" რიგებში 88 მატჩი ჩაატარა. ფეხბურთელს 2016 წლიდან ესპანეთის ეროვნულ ნაკრებშიც იძახებენ. ინტერნეტ-პორტალი transfermarkt-ი ლორენტეს 20 მილიონ ევროდ აფასებს.
ℹ️ COMUNICADO OFICIAL: Principio de acuerdo con el @LUFC para el traspaso de @diego_2llorente #AurreraReala ⬇️ https://t.co/HPMZPlnPEn
— Real Sociedad Fútbol (@RealSociedad) September 22, 2020