ფლიკს გიოტცე სურს - ხელმძღვანელობა წინააღმდეგია

ფლიკს გიოტცე სურს - ხელმძღვანელობა წინააღმდეგია დორტმუნდის "ბორუსიას" ყოფილი ფეხბურთელი მარიო გიოტცე, შესაძლებელია მიუნხენის "ბაიერნის" რიგებში დაბრუნდეს.

როგორც გერმანული გამოცემა Bild-ი იტყობინება, 28 წლის ფეხბურთელით, პირადად არის დაინტერესებული "ბავარიელთა" მთავარი მწვრთნელი - ჰანს დიტერ ფლიკი. მიუნხენელთა მწვრთნელი უკვე დაუკავშირდა გიოტცეს და შესაძლო ტრანსფერის შესახებ მოსაზრებებიც გაიცვალა.

"ბაიერნის" თავკაცს გიოტცეს გაფორმებით, თავისუფალი ადგილების შევსება სურს და იმის გათვალისწინებით, რომ ფეხბურთელი მოცემულ მომენტში, თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს, ეს მომგებიანი გარიგება უნდა იყოს გერმანიის "რეკორდმაისტერისათვის."

თუმცა ყველაფერი არც ასე იდეალურადაა. ფეხბურთელის ტრანსფერს ეწინააღმდეგება "ბაიერნის" აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე და სპორტული დირექტორი - ჰასან სალიჰამიჯიჩი.

მარიო გიოტცე დორტმუნდის "ბორუსიას" აღზრდილი ფეხბურთელია. იგი ამ კლუბის შემადგენლობაში 2010 წლიდან სტაბილურად ასპარეზობდა. გარკვეული პერიოდი მან მიუნხენის "ბაიერნის" რიგებშიც გაატარა. 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში (არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ) გიოტცე გამარჯვების მომტანი გატანილი გოლის ავტორი გახდა. ამ ეპიზოდის შემდეგ, ფეხბურთელის კარიერამ დაღმასვლა დაიწყო.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.