დი მარციო: "ტოტენჰემს" მილანის "ინტერის" მცველის გაფორმება სურს

დი მარციო: "ტოტენჰემს" მილანის "ინტერის" მცველის გაფორმება სურს "ინტერის" მცველი მილან შკრინიარი შესაძლებელია ინგლისის პრემიერ ლიგაში ვიხილოთ.

ამის შესახებ, ინფორმაციას ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო გვატყობინებს. 25 წლის ფეხბურთელის მომსახურებით ინგლისური "ტოტენჰემი" დაინტერესდა. "სპურსი" უკვე დაუკავშირდა "ნერაძურის" ხელმძღვანელობას პოტენციური ტრანსფერის შესახებ. "ინტერმა" გარიგების სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო მოითხოვა. "ტოტენჰემს" იმედი აქვს, რომ თანხის დაკლებაზე შესაბამის შეთანხმებას მიაღწევს - აღნიშნავს ჟურნალისტი.

მილან შკრინიარი "ინტერის" რიგებს 2019 წლის ზაფხულში, "სამპდორიადან" შეუერთა. მანამდე იგი სლოვაკური კლუბის "ჟილინას" ღირსებას იცავდა. მცველის მოქმედი კონტრაქტი, 2023 წლის 30 ივნისამდეა გათვალისწინებული.

გასულ სეზონში ცენტრალურმა მცველმა, საკლუბო დონეზე 42 მატჩი გამართა. გამოირჩა 2 შედეგიანი გადაცემით და მიიღო 9 ყვითელი ბარათი.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.