რომანო: სანტიაგო არიასი "ლევერკუზენის" რადარზეა

რომანო: სანტიაგო არიასი "ლევერკუზენის" რადარზეა მადრიდის "ატლეტიკოს" კოლუმბიელი მცველი სანტიაგო არიასი, შესაძლებელია ლევერკუზენის "ბაიერში" ვიხილოთ. ამის შესახებ ინფორმაციას, ცნობილი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო Twitter- ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

წყაროს თანახმად, 28 წლის უკანახაზელი ლევერკუზენის "ბაიერთან" პირადი კონტრაქტის დეტალებზე უკვე შეთანხმდა. ხსენებული ფეხბურთელის მომსახურებით ასევე დაინტერესებულია "ევერტონიც".

არიასი მადრიდის "ატლეტიკოს" შემადგენლობაში 2018 წლიდან ასპარეზობს. მანამდე იგი "პსვ"-ეს ღირსებას იცავდა. სატრანსფერო თანხამ 11 მილიონი ევრო შეადგინა. ესპანურ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი კი 2023 წლის 30 ივნისამდეა გათვალისწინებული.

გასულ სეზონში, არიასმა "ატლეტიკოს" შემადგენლობაში 18 მატჩი ჩაატარა. ინტერნეტ-პორტალი transfermarkt-ი მარჯვენა განაპირა მცველს - 12 მილიონ ევროდ აფასებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.