ნელსონ სემედუ "ბარსელონას" დაემშვიდობა

"ბარსელონა" - ძალიან დიდ მადლობას გიხდი იმისათვის, რომ ჩემი ოცნებები რეალობად აქციე. იმისათვის, რომ ვატარებდი ამ გუნდის მაისურს, ვასპარეზობდი კამპ ნოუზე, ვსწავლობდი და სიამოვნებას ვიღებდი, ხსენებულ გუნდში თამაშით.
"დიდი მადლობა იმისათვის, რომ აქ მომეცა შესაძლებლობა პროგრესირება მომეხდინა, როგორც სათამაშო თვალსაზრისით ისე ცხოვრებისეულად. ეს იყო სამი დაუვიწყარი წელიწადი, რომელიც მუდამ დარჩება ჩემს მეხსიერებაში. დიდი მადლობა ჩემს კოლეგებს, პერსონალს, გულშემატკივრებს და ყველა იმ ადამიანს ვინც, პირველიდან ბოლო დღემდე გვერდში მედგა. "ბარსელონას" მომავალ წარმატებებს ვუსურვებ!" - წერს სემედუ სოციალურ ქსელში.
