ფრენკ ლემპარდმა ედუარდ მენდის ტრანსფერი დაადასტურა

ფრენკ ლემპარდმა ედუარდ მენდის ტრანსფერი დაადასტურა ლონდონის «ჩელსის» მთავარი მწვრთნელის, ფრენკ ლემპარდის, განცხადებით არისტოკრატები «რენის» 28 წლის სენეგალელ გოლკიპერს იფორმებენ, რომელიც ინგლისშია უკვე და სამედიცინო შემოწმებას გადის.

სანამ ჩვენ ახლა აქ ვსაუბრობთ, მენდი სამედიცინო შემოწმებას გადის. თუ ედუარდი წარმატებით ჩააბარებს ტესტს ის ჩვენი ფეხბურთელი გახდება. რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, მენდი გუნდში გადმოსვლამდე საჭირო ტესტებს აბარებს, შემდეგ ოთხშაბათს გუნდთან ერთად ჩააბარებს ტესტებს და თუ რეზულტატები უარყოფითი იქნება, შეხვედრაში მონაწლეობის მიღებას შეძლებს», - ფრენკ ლემპარდის სიტყვებს ციტირებს კლუბის პრესს-სამსახური.

transfermarkt-ის ინფორმაციით ედუარდ მენდის მიმდინარე სატრანსფერო ფასი 7 მილიონ ევროდ არის შეფასებული. 28-წლის გოლკიპერს მოქმედი კონტრაქტი ფრანგულ კლუბთან 2023 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.