ულე გუნარ სულშერის 50-ე გამარჯვება

წითელმა ეშმაკებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს. მატჩში ანგარიშის გახსნა პირველი ტაიმის მიწურულს 44-ე წუთზე მატამ მოახერხა, რომელმაც პენალტი ჯეიმს შეას ზუსტად დაურტყა. მეორე ტაიმში ბევრი მომენტი იყო, თუმცა გლების გატანა მატჩის მიწურულს მოხერხდა.
88-ე წუთზე რეშფორდმა გაზარდა მანჩესტერელთა უპირატესობა ორამდე, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გრინვუდმა დაუსვა წერტილი ლიუტონთან მატჩს.
Opta-ს ინფორმაციით 50 გამარჯვების მოსაპოვებლად სულშერს 92 შეხვედრა დასჭირდა. ნორვეგიელ სპეციალისტზე უკეთესი შედეგი ერნესტ მანგნალს (78 მატჩი) და ჟოზე მოურინიოს (81 მატჩი) აქვთ.
50 - Ole Gunnar Solskjær has won 50 of his 92 games in charge of Manchester United across all competitions – only Ernest Mangnall (78 games) and José Mourinho (81 games) have reached 50 managerial wins in fewer matches for the Red Devils. Milestone. #CarabaoCup pic.twitter.com/cghzM4GMwc
— OptaJoe (@OptaJoe) September 22, 2020