პერიშიჩი: მიუნხენის "ბაიერნში" დაუვიწყარი წელი გავატარე

"მიუნხენის "ბაიერნში" გატარებული წელი დაუვიწყარი იყო. მოვიპოვე სამი ტიტული და ვასპარეზობდი დიდებულ გუნდში, ეს მიუხედავად იმისა, რომ სეზონის სტარტი არასახარბიელო იყო. როდესაც გუნდში ახალი მთავარი მწვრთნელი მოვიდა, ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა. თუმცა თებერვლის თვეში ტრავმა მივიღე... ჩვენ ყველაფერი მოვიგეთ, ეს შესანიშნავი სეზონი იყო.
"ახლა მილანის "ინეტრის" შემადგენლობაში დავბრუნდი, რის გამოც მოხარული ვარ. მოქმედ ხელშეკრულებას ჯერ კიდევ 2 წელი აქვს ვადა. იმედს ვიტყოვებ, ამ ორ წელიწადში მნიშვნელოვან წარმატებებს მივაღწევთ." - ციტირებს ივან პერიშიჩის სიტყვებს "ნერაძურის" ოფიციალური ვებ-გვერდი.
🎙️ | INTERVISTA
— Inter (@Inter) September 22, 2020
"Sono pronto. In spogliatoio ho visto tanta voglia, abbiamo tutti fame". L'intervista di Ivan #Perisic a @Inter_TV 👇 pic.twitter.com/z0eghh7b7v