ლებრონის ტრიპლ-დაბლის მიუხედავად «დენვერმა» «ლეიკერსი» დაამარცხა

ლებრონის ტრიპლ-დაბლის მიუხედავად «დენვერმა» «ლეიკერსი» დაამარცხა NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარ-ფინალური ეტაპის მესამე მატჩი გაიმართა «დენვერსა» და «ლეიკერსს» შორის. დაძაბულ ბრძოლაში მაიკლ მალონის გაწვრთნილმა გუნდმა ანგარიშით 114:106 გაიმარჯვა.

შეხვედრის საუკეთესო კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი გახდა. 35-წლის ამერიკელის ანგარიშზე 30 ქულა, 10 მოხსნა და 11 შედეგიანი გადაცემაა. დენვერის რიგებში თავის გამოჩენა მიურეიმ შეძლო. კანადელი კალათბურთელის მონაგარი 28 ქულა, 8 მოხსნა და 12 ასისტია.


ლოს ანჯელეს ლეიკერსისა და დენვერ ნაგეტსის მორიგი დაპირისპირება 27 სექტემბერს თბილისის დროით 05:00 საათზე გაიმართება.

NBA პლეი-ოფი

1/2 ფინალური ეტაპი

მესამე მატჩი

«დენვერი» — «ლეიკერსი» — 114:106 (29:27, 34:26, 30:22, 21:31)

სერიის ანგარიში: 1-2
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.