მარტინ ლასარტე: "ბარსელონას" სურს ლუისი "განტევების ვაცად" აქციოს

მარტინ ლასარტე: "ბარსელონას" სურს ლუისი "განტევების ვაცად" აქციოს "ნაციონალის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, მარტინ ლასარტე ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში ლუის სუარესის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ კატალონიური გრანდის ხელმძღვანელობას სურს ლუისი "განტევების ვაცად" აქციოს.

"იქმნება განცდა, რომ თითქოს სუარესია ყველაფერ ცუდში დამნაშავე, რაც კი "ბარსელონაში" ხდება. ვფიქრობ, მათი მიზანია ლუისმა ზღოს კლუბის მიერ დემონსტრირებული ცუდი შედეგის გამო. მათ სურთ მთელი პასუხისმგებლობა სუარესს დააკისრონ. ხელმძღვანელობას ავიწყდება, რომ გუნდში მთავარი მწვრთნელის ცვლილება მოხდა. ეს მაშინ, როდესაც ეს გუნდი პირველ ადგილზე იმყოფებოდა. კლუბში უბრალოდ არ იცოდნენ, რა სურდა ხელმძღვანელობას." - ციტირებს გამოცდილი სპეციალისტის სიტყვებს გამოცემა Sport.es

სუარესი კატალონიურ გრანდში 2014 წლიდან თამაშობს. 2019/2020 წლების სეზონში ურუგვაელმა ფორვარდმა საკლუბო დონეზე მონაწილეობა მიიღო 36 მატჩში, გაიტანა 21 გოლი და მიითვალა 10 საგოლე გადაცემა. ფეხბურთელის კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდეა ძალაში. მისი მომსახურებით მადრიდის "ატლეტიკოა" დაინტერესებული.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.