Guardian: ბრიტანეთში მატჩებს მაყურებელი აპრილამდე ვერ დაესწრება

Guardian: ბრიტანეთში მატჩებს მაყურებელი აპრილამდე ვერ დაესწრება მოგეხსენებათ, რომ მსოფლიო კორონა ვირუსს ებრძვის. პანდემიით გამოწვეული მდგომარეობა კი სპორტზე საკმაოდ დიდ კვალს ტოვებს. Guardian-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბრითანეთის ხელისუფლებამ, შესაძლოა, სპორტული ღონისძიებების მაყურებლის გარეშე გამართვის წესი აპრილამდე გაახანგრძლივოს.

Guardian-ი იტყობინება, რომ საქმე ისეთ პოპულარულ სპორტის სახეობებს ეხება, როგორიცაა ფეხბურთი და რაგბი. ფედერაციები უკვე გაფრთხილებულები არიან ხელისუფლების მხრიდან. აღნიშნული შეზღუდვის გაგრძელება გამოწვეულია ქვეყანაში კორონა ვირუსის მეორე ტალღით გამოწველი მდგომარეობით.

Guardian-ის ინფორმაციით კულტურის მინისტრთან, ოლივერ დაუდენთან, თათბირისას ითქვა, რომ კიდევ ერთი სეზონი მაყურებლის გარეშე ბევრს გააკოტრებს. აქედან გამომდინარე ხელისუფლება სპორტის დახმარების საშუალებებზე მუშაობს.

დაუდენმა განაცხადა, რომ ფინანსურად ყველაზე დაზარალებული კლუბების დახმარებაზე პირველ რიგში სპორტულმა ლიგებმა უნდა იზრუნონ.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ