აგენტი: "რეალი" იმ მოედანს უნდა კოცნიდეს სადაც ბეილი დააბიჯებდა

აგენტი: "რეალი" იმ მოედანს უნდა კოცნიდეს სადაც ბეილი დააბიჯებდა გარეთ ბეილის აგენტი, ჯონათან ბარნეტი ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, მადრიდის "რეალის" შესახებ საუბრობს და ხსენებულ კლუბს ბეილის მიმართ არასწორ დამოკიდებულებაში ადანაშაულებს.

"ჩვენ გვქონდა სხვა კლუბებში წასვლის შესაძლებლობა, ეს გუნდები საკუთარი გაბარიტებით უფრო მძლავრი კლუბები არიან ვიდრე "ტოტენჰემი", თუმცა ბეილი კმაყოფილია მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით. ყველა თანხმდებოდა იმაზე, რომ მისი კარიერა მადრიდის "რეალში" დასასრულს მიუახლოვდა, სწორედ ამიტომ ეს მარტივად მისაღები მოცემულობა იყო."

"ეს განპირობებული იყო პიროვნული დამოკიდებულებით, მხარდაჭერის არ არსებობით, ბევრი სხვა დეტალით. იმ ფეხბურთელმა, რომელმაც მადრიდის "რეალის" რიგებში ბრწყინვალედ იასპარეზა, სათანადო გვერდში დგომა ვერ მიიღო. სწორედ ეს იყო დიდი პრობლემა. "რეალი" იმ მოედანს უნდა კოცნიდეს სადაც ბეილი დააბიჯებდა."
- ციტირებს The Telegraph უელსელი ფეხბურთელის აგენტის სიტყვებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.