«ფორმულა 1»-ს «ფერარის» ყოფილი მმართველი უხელმძღვანელებს

«ფორმულა 1»-ს «ფერარის» ყოფილი მმართველი უხელმძღვანელებს ВВС-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად «ფერარის» ყოფილი მმართველი სტეფანო დომენიკალი მომავალი წლის დასაწყისში, «ფორმულა 1»-ის ახალი ხელმძღვანელი უნდა გახდეს.

55-წლის იტალიელმა «ფერარი» 2014 წლის დასაწყისში დატოვა, ამ მომენტისთვის კი «ლამბორჯინის» სპორტული ავტომობილების წარმოების აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობებს ასრულებს. სტეფანო FIA-ს ერთ-ერთი კომისიის ხელმძღვანელიცაა.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლიდან «ფორმულა 1»-ის დირექტორის პოსტს ჩეიზ კერი იკავებს, თუმცა Liberty Media-ს პრომოუტერები უკვე დიდი ხანია მის შემცვლელს ეძებენ. დირექტორის თანამდებობაზე «მერსედესის» ხელმძღვანელს ტოტო ვოლფს მოიაზრებდნენ, თუმცა «ფერარიმ» მისი კანდიდატურა დაბლოკა.

აღსანიშნავია, რომ «ფერარის» «ფორმულა 1»-ის ხელმძღვანელობასა და საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციაზე საკმაოდ დიდი ზეგავლენა აქვს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.