სილვა: ასაკს მნიშვნელობა არ აქვს

"ასაკი - ეს უბრალოდ, დოკუმენტებში აღბეჭდილი ციფრებია. სავსებით არ მანაღვლებს ინგლისის ჩემპიონატისთვის დამახასიათებელი სისწრაფე. ფიზიკურად ძალიან ახალგაზრდად ვგრძნობ თავს და ყველაფრისთვის მზად ვარ. ყველა ის ადამიანი ვინც კარგად მიცნობს დაგიდასტურებთ, თუ როგორ მიყვარს საკუთარი სამუშაო. მე 200 პროცენტით ვიხარჯები. "ჩელსიმ" და ფრენკ ლემპარდმა ბრწყინვალე შესაძლებლობა მომცეს და არ მსურს მათ იმედები გავუცრუო." - ციტირებს სილვას სიტყვებს BBC
27 აგვისტოს, პარი სენ-ჟერმენმა ოფიციალურად გამოაცხადა ტიაგო სილვას წასვლის შესახებ. მეორე დღეს კი "ჩელსიმ" ხსენებული ფეხბურთელის გაფორმების შესახებ არსებული ინფორმაცია დაადასტურა. 2019/2020 წლების სეზონში სილვამ მონაწილეობა მიიღო საფრანგეთის ჩემპიონატის 21 მატჩში.