ლებრონ ჯეიმსმა ტიმ დანკანს გაუსწრო

ლებრონ ჯეიმსმა ტიმ დანკანს გაუსწრო «ლოს-ანჯელეს ლეიკერსის» ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის პლეი-ოფში გამართული მატჩების რაოდენობით ტიმ დანკანს გაუსწრო და მეორე ადგილზე გადაინაცვლა.

NBA-ს პლეი-ოფის მესამე შეხვედრა «დენვერთან» (106:114) 35-წლის ამერიკელი კალათბურთელისთვის 252-ე გახდა. აღნიშნული შედეგით ლებრონ ჯეიმსმა «სან-ანტონიოს» ლეგენდარულ ფორვარდს ტიმ დანკანს გაუსწრო.

NBA-ს პლეი-ოფში მატჩების რაოდენობით გამთამაშებელი დერეკ ფიშერი ლიდერობს, რომლის ანგარიშზეც 259 შეხვედრაა.

შეგახსენებთ, რომ «ლეიკერსსა» და «დენვერს» შორის მორიგი დაპირისპირება 25 სექტემბერს თბილისის დროით 05:00 საათზე დაიწყება. ამ მომენტისთვის სერიის ანგარიში 2-1 ლოს-ანჯელესის კლუბის სასარგებლოდ.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.