სულშერი დინ ჰენდერსონის დებიუტს აფასებს

— ჩვენ შემდეგ წრეში გავედით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ამ გამარჯვებაში რამდენიმე დადებითი მომენტა. დინ ჰენდერსონმა ნაკისრ ვალდებულებას თავი შესანიშნავად გაართვა. მისი პერფორმანსით კმაყოფილი ვარ, შესანიშნავი ბურთები მოიგერია და დაცვასაც კარგად ხელმძღვანელობდა», - სულშერის სიტყვებს ციტირებს BBC.
— როდესაც ბურთს იღებდა ყოველთვის თავდაჯერებული იყო. დავიდ დე ხეა წლების განმავლობაში იცავდა ჩვენს კარს, ხოლო ჰენდერსონი დღეს გვიცავდა».
შეგახსენებთ, რომ ჰენდერსონი «მანჩესტერ იუნაიტედის» აღზრდილია, ხოლო უკანასკნელი 2 სეზონის განმავლობაში «შეფილდ იუნაიტედში» იყო არენდის წესით განათხოვრებული.