ოფიციალურად: მორატა "იუვენტუსის" ღირსებას დაიცავს

ოფიციალურად: მორატა "იუვენტუსის" ღირსებას დაიცავს ტურინის "იუვენტუსმა" საკუთარ ოფიციალურ ვებ-გვერდზე ალვარო მორატას ტრანსფერის შესახებ გამოაცხადა. 27 წლის ფეხბურთელი "ბებერი ქალბატონის" რიგებში არენდის ხელშეკრულების საფუძველზე იასპარეზებს. მისი საკონტრაქტო უფლებები კი კვლავაც მადრიდის "ატლეტიკოს" ხელში იქნება. მორატა "იუვენტუსის" ღირსებას 2021 წლის 30 ივნისამდე დაიცავს.

პრესაში გაჟღერებული ცნობით, არენდის თანხა 9 მილიონი ევროს ტოლფასი იქნება. შეგახსენებთ, ალვარო მორატა 2014-2016 წლებში "იუვენტუსის" შემადგენლობაში ასპარეზობდა. 2019 წლიდან ჩელსის რიგებში გვევლინებოდა, ხოლო 2020 წლიდან კი მადრიდის "ატლეტიკოს" ფერებს იცავდა. ხსენებულ გუნდთან მისი კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდეა გათვალისწინებული.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.