კარაგერი: დე ბრუინი საუკეთესოა!

კარაგერი: დე ბრუინი საუკეთესოა! "ლივერპულის" ყოფილი ფეხბურთელი და ამჯერად ბრიტანული ტელევიზიის ექსპერტი, ჯიმი კარაგერი მანჩესტერ "სიტის" ნახევარმცველის კევინ დე ბრუინის შესახებ საუბრობს.

”ის პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელია. შარშან PFA-ის წლის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. მაშინაც კი, თუ იგი ამ ჯილდოს ვერ მიიღებდა, ის მაინც პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი იქნებოდა. ეს ასევე ვთქვი ედენ აზარზეც, სანამ ეს უკანასკნელი მადრიდის "რეალში" გაემგზავრებოდა. მოიგებდა თუ არა იგი წლის მოთამაშის ჯილდოს, ის მაინც საუკეთესო იქნებოდა. ახლა ასევეა დე ბრუინის შემთხვევაშიც.

მას მესის და რონალდოს შემდეგ მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეთა სიაში შევიყვანდი. იგი საოცარი სტატისტიკით გამოირჩევა. ვფიქრობ, ის ყველა მთავარი მწვრთნელისათვის საოცნებო ფეხბურთელია.” - ციტირებს კარაგერის სიტყვებს Sky Sports.

2019/2020 წლის სეზონში დე ბრუინმა 20 საგოლე გადაცემა გააკეთა, გაიმეორა რა ინგლისის პრემიერ ლიგის რეკორდი, რომელიც "არსენალის" ყოფილ თავდამსხმელს ტიერი ანრის ეკუთვნოდა. გარდა ამისა, ბელგიელმა 13 გოლი გაიტანა. შეგახსენებთ, დე ბრუინი 2015 წლიდან თამაშობს მანჩესტერ "სიტის" შემადგენლობაში.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.