კანიჯა: მესის ლიდერის თვისებები აკლია

კანიჯა: მესის ლიდერის თვისებები აკლია არგენტინის ეროვნული ნაკრების ლეგენდარული შემტევი კლაუდიო კანიჯა, "ბარსელონას" ფორვარდის - ლიონელ მესის შესახებ საუბრობს.

"შესაძლებელია მესის ლიდერისათვის დამახასიათებელი უნარები არ ყოფნიდეს. როდესაც მისი გუნდი კარგ თამაშს ვერ დემონსტრირებს იგი უბრალოდ იკარგება. მესი საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას იღებს და რა თქმა უნდა, ნათელია რომ მას შესაბამისი მახასიათებელიც აქვს."

"არ ვიცი რა დაემართა მას ბარსელონაში, მაგრამ მუდამ ვამბობდი, რომ იგი ძალიან განიცდის, როდესაც მის გუნდს უმწეო მდგომარეობაში ხედავს. ეს მისთვის ძალიან რთულია. როდესაც მესი მოედანზე გამოდის და ამჩნევს, რომ მისი გუნდი კარგად ვერ მოქმედებს, გამარჯვების მოპოვება ძალიან რთული ხდება. იგი ამ დროს ძალიან ცუდად გრძნობს თავს"
- ციტირებს კანიჯას სიტყვებს ინტერნეტ-პორტალი Goal.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.