კოლბი კოვინგტონი: «ნიკ დიასთან ბრძოლა მსურს»

კოლბი კოვინგტონი: «ნიკ დიასთან ბრძოლა მსურს» თუ ხორხე მასვიდალს არ სურს ბრძოლა, საშუალო წონაში UFC-ის ყოფილი დროებითი ჩემპიონი კოლბი კოვინგტონი მზადაა ოქტაგონში ნიკ დიასს დაუპირისპირდეს და Strikeforce-ს ყოფილი ჩემპიონი საბოლოოდ გაუშვას პენსიაზე.

«ნიკთან ბრძოლა მსურს. დიდი სიამოვნებით ვიჩხუბებდი მასთან და ეს ადვილი ბრძოლა იქნება. ერთმნიშვნელოვნად, გავუშვებ მას პენსიაზე, როგორც ეს ტაირონ ვუდლის შემთხვევაში მოხდა გასულ შაბათს. მას შემდეგ რაც მასთან ვიჩხუბებ, ნიკ დიასი აღარასდროს გამოვა ოქტაგონზე, ამას გპირდებით», - კოლბი კოვინგტონის სიტყვებს ციტირებს MMA Junkie.

შეგახსენებთ, რომ გასულ შაბათს ლას-ვეგასში UFC Fight Night 178 ტურნირი გაიმართა. კოლბი კოვინგტონი ტაირონ ვუდლის შეხვდა და ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა. როგორც მოგვიანებით გაირკვა ვუდლის ნეკნი აქვს გატეხილი.

გაცნობებთ, რომ ნიკ დიასი 2021 წლის დასაწყისში გეგმავს პროფესიული კარიერის განახლებას.

» წყარო

MMA
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ