მატიუდი: რონალდო საუკეთესოა

"მე მითამაშია, ნეიმარის, მბაპეს, გრიზმანის, იბრაჰიმოვიჩის და რონალდოს გვერდით. ყველა ეს ფეხბურთელი ფანტასტიურია, თუმცა თუ უნდა ავირჩიო მხოლოდ ერთი მოთამაშე, მაშინ კრიშტიანოს გამოვყოფდი. აქ ვითვალისწინებ ყველა მის მიღწევას, მთელი კარიერის მანძილზე, ასევე იმასაც თუ რას აკეთებს იგი ამ დრომდე, საფეხბურთო მოედანზე. ის გამორჩეული მოთამაშეა. რონალდო ბერდება, ეს სიმართლეა, მაგრამ მას ეს ბრწყინვალედ ესმის. ამ დრომდე, არასდროს არ მინახავს, არცერთი სხვა ფეხბურთელი, რომელიც ასე ცდილობდეს იყოს საუკეთესო."-ციტირებს ბლეზ მატიუდის სიტყვებს გამოცემა L'Equipe.
35 წლის კრიშტიანუ რონალდუმ, განვლილ სეზონში 46 მატჩი ჩაატარა. გაიტანა 37 გოლი და მიითვალა 7 შედეგიანი გადაცემა.