პოლ რობინსონი: ეს ათწლეულის ტრანსფერია

პოლ რობინსონი: ეს ათწლეულის ტრანსფერია გარეთ ბეილის ტრანსფერთან დაკავშირებით, "ტოტენჰემის" ყოფილი ფეხბურთელი პოლ რობინსონი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, საკუთარ პოზიციას აფიქსირბს.

"მყისიერად შეიძლება იმის თქმა, რომ ეს ემოციური ტრანსფერია და რომ ბეილი უკვე ასაკშია, მაგრამ ვფიქრობ, მას კვლავინდებურად სურს ფეხბურთის თამაში. ეს არის ფანტასტიკური გარიგება და მხარდაჭერის მკაფიო დემონსტრირება მისი პირადი მწვრთნელის, დენიელ ლევის შესრულებით, რომლის წყალობითაც "ტოტენჰემმა" მსოფლიო კლასის ფეხბურთელი გაიფრომა."

"ხსენებული ტრანსფერი შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც "ტოტენჰემის" ხმაურიანი განაცხადი. ჩემი აზრით, ეს ბოლო ათწლეულის გარიგებაა." - ციტირებს რობინსონის სიტყვებს გამოცემა Football Insider.

გარეთ ბეილი ინგლისური კლუბის რიგებში არენდის ხელშეკრულების საფუძველზე 2021 წლის 30 ივნისამდე იასპარეზებს. მისი სატრანსფერო უფლებები, კვლავაც მადრიდის "რეალის" ხელშია.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.