იოვიჩს "აინტრახტის" რიგებში დაბრუნება სურს

წყაროს მტკიცებით, 22 წლის ფეხბურთელს "აინტრახტის" შემადგენლობაში დაბრუნება სურს. შეგახსენებთ, ხსენებული მოიერიშე "აინტრახტის" რიგებში ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო, სანამ "რეალში" მისი ტრანსეფრი შედგებოდა. გამოცემა El Partidazo de COPE აღნიშნავს, რომ ფეხბურთელი ზინედინ ზიდანთან ვერ თანამშრომლობს და გარკვეული უთანხმოება აქვს.
ლუკა იოვიჩი მადრიდული გრანდის რიგებში 2019 წელს გამოჩნდა. სატრანსფერო თანხამ 60 მილიონი ევრო შეადგინა. გასულ სეზონში სერბმა ფეხბურთელმა 17 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მათგან მხოლოდ 4 მატჩში იყო ძირითად თერთმეტეულში წარმოდგენილი. გაიტანა 2 გოლი და მიითვალა 1 შედეგიანი გადაცემა. "რეალთან" მისი კონტრაქტი 2025 წლამდეა გათვალისწინებული.
💥 Informa @robertomorales5:
— El Partidazo de COPE (@partidazocope) September 21, 2020
❌ Jovic está apretando para que le dejen salir del Real Madrid
🔙 El delantero no aguanta más a Zidane y desea volver al Eintracht de Frankfurt donde fue feliz
📻 #PartidazoCOPE pic.twitter.com/IUG5saXCEJ